რეზონანსი
(02.07.2026)

ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც მსოფლიოში არსებულ კლიმატსა და გახშირებულ მიწისძვრებზე წერს.
„მსოფლიოში ტემპერატურა პიკს აღწევს, თუმცა საქართველოში სიგრილეა. განსაკუთრებით ევროპის კონტინენტია გამოსაყოფი.
სამწუხაროდ, რამდენიმე ადგილას ძლიერი მიწისძვრები ფიქსირდება მიყოლებით და პერიოდულად.
უნდა გამოიყოს ვენესუელა, სადაც 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრამ გაანადგურა შენობები, შემდეგ ცა წითელ ფერებში შეიმოსა. (ვიდეო კომენტარებში). ძლიერი ბიძგები იყო იაპონიასა და ფილიპინებში, ასევე ავღანეთსა და პაკისტანში.
უჩვეულო ზაფხულია, მშვიდობას გისურვებთ ყველას!",- წერს გიორგი ლობჯანიძე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


