რეზონანსი
(02.07.2026)

რუსეთი უკრაინის დედაქალაქს რაკეტებითა და დრონებით დაესხა თავს. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის მიხედვით, შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, 30-ზე მეტი კი დაშავდა. 

უკრაინული მხარის ინფორმაციით, კიევზე თავდასხმის დროს რუსეთმა ათეულობით ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტები გამოიყენა. კიევის მასშტაბით რამდენიმე ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

რუსეთის თავდასხმის შედეგად განადგურდა საცხოვრებელი შენობები, დაზიანდა ცენტრალურ კიევში მდებარე სასტუმრო  და მრავალსართულიან შენობებში გაჩნდა ხანძრები. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე