რეზონანსი
(30.06.2026)

პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა პოლონურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინას ევროკავშირის გზაზე სერიოზული პრობლემები შეექმნება, თუ ქვეყანა „უკრაინის მეამბოხე არმიისა“ და სხვა ნაციონალისტების განდიდებაზე უარს არ იტყვის.

როგორც კოსინიაკ-კამიშმა აღნიშნა, ევროკავშირში არ შეიძლება მათი განდიდება, ვინც „ევროპულ თანამშრომლობას ძირს უთხრის“.

„ბანდერასთან ერთად უკრაინა ევროკავშირში არ გაწევრიანდება. ვერავინ მიგვითითებს, როგორ დავუჭიროთ ამა თუ იმ ქვეყანას მხარი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე“, - განაცხადა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა.

ამასთან ერთად, კოსინიაკ-კამიში არ გამორიცხავს, რომ უკრაინაში არსებობდნენ ძალები, რომლებსაც ევროკავშირში კიევის გაწევრიანება არ სურთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე