რეზონანსი
(30.06.2026)

ქარელი-აგარის მონაკვეთზე მატარებელმა კაცს ფეხზე გადაუარა. არსებული ინფორმაციით, მოქალაქე რკინიგზაზე გადასვლას ცდილობდა, როდესაც ფეხი ლიანდაგებს შორის მოყვა და წაიქცა. „მთავარისთვის“ ცნობილი ხდება, რომ კაცს ფეხი აქვს მოტეხილი

როგორც მთავარს შსს-ში უთხრეს, გამოძიება 275-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის  უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე