რეზონანსი
(29.06.2026)

საქართველოს მოქალაქე პოლონეთში, ტბაში დაიხრჩო.
გამოცემის ცნობით, ის ბოლნისის მცხოვრები, ელვარ სარიევია, რომელიც პოლონეთში სამუშაოდ იმყოფებოდა.
პოლონური წყაროების ინფორმაციით, სოფელ ბჟუზესთან მდებარე, ბჟუზეს ტბაზე, 28 ივნისს, საღამოს 19:12 საათზე, თვითმხილველებმა შეამჩნიეს მამაკაცი, რომელიც წყალქვეშ გაუჩინარდა. ადგილზე ვლოცლავეკის სპეციალური მყვინთავთა ჯგუფი მუშაობდა, მათ წყლიდან ცხედრის ამოყვანა მოახერხეს. პოლიცია დაღუპულის ვინაობას ოფიციალურად არ ასაჯაროებს, თუმცა, დიდი ალბათობით, გარდაცვლილი სწორედ საქართველოს მოქალაქეა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



