
ნანიკო ხაზარაძემ "იმედიდან" წამოსვლის შემდეგ გია ჯაჯანიძესთან ურთიერთობაზე ისაუბრა. როგორც ჩანს, მათ შორის ურთიერთკავშირი კონტაქტის დონეზეა.
"არაფერს არ ვნანობ ცხოვრებაში. რატომ მოხდა, რაც მოხდა, ნამდვილად არ ვიცი. უბრალოდ ვიცი, რომ მოხდა… ქმარს გავშორდი, ჩემი შვილის მამას, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ჩემს ცხოვრებაში და ჩემი შვილისთვის. ჩვენ დავასრულეთ ურთიერთობა და ახლა „იმედიდან“ წამოსვლა მგონი, არაფერი ისეთი
მნიშვნელოვანი არ არის… რაღაც იწყება და რაღაც სრულდება. როგორც ჩანს, ეს ჩემი და „იმედის“ ურთიერთობის დასასრულია.
ჯაჯანიძეს ველაპარაკები. ვნახე კიდევაც და ტელეფონითაც ბევრჯერ ვეკონტაქტე. ვაგრძელებთ ურთიერთობას. რომ გითხრათ, ვმეგობრობ და ყოველდღე ერთად ვართ, არა, მაგრამ ვკონტაქტობთ...“
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


