რეზონანსი
(29.06.2026)

პატიმრობაში მყოფი ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი 28 ივნისს 44 წლის გახდა. ამ დღესთან დაკავშირებით, მისმა მეუღლემ, ნანუკა თამაზაშვილმა სოციალურ ქსელში, საოჯახო ფოტოებთან ერთად, გაავრცელა ირაკლი ღარიბაშვილის, ბიძინა ივანიშვილის, ეკატერინე ხვედელიძისა და ბერა ივანიშვილის ფოტოები, თუმცა კომენტარი არ გაუკეთებია.
ირაკლი ღარიბაშვილს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, რომლის ფარგლებშიც, 5-წლიანი პატიმრობა და დამატებით, ერთი მილიონი ლარის ჯარიმა დაეკისრა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


