
დავაკვირდეთ პროცესებს, რომელიც ელენესთან ექიმების შესვლას უკავშირდება, - ამის შესასხებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერმა ნიკა გვარამიამ ქალთა მე-5 პენიტენციურ დაწესებულებასთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, ელენე ხოშტარიასთან ექიმების შესვლის შემდეგ, უკვე 14:00 საათზე "ცვლილებისთვის" წევრები სანდრო ეულის ქუჩაზე პენიტენციურ დაწესებულებასთან შეიკრიბებიან, სადაც უწყებს გადაწყვეტილებას დაელოდებიან.
ნიკა გვარამია მოქალაქეებს მოუწოდებს, მხარდაჭერის მიზნით, სანდრო ეულის 3 ნომერთან მივიდნენ. მისი თქმით, თუ გადაწყვეტილება იქნება უარყოფითი და პენიტენციური უარს იტყვის ელენე ხოშტარიას მრავალპროფილურ კლინიკში გადაყვანაზე, ისინი საპასუხო ადეკვატურ ნაბიჯებს გადადგამენ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



