
ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლის ომამდელ დონემდე აღდგენა მხოლოდ თეირანის პასუხისმგებლობაა და ის შეთანხმების მიხედვით ხორციელდება, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ერაყელ კოლეგასთან შეხვედრისას. აბას არაღჩიმ კომენტარი ლიბანზეც გააკეთა და ისრაელს ლიბანიდან ჯარების გაყვანისა და საჰაერო იერიშების შეწყვეტისკენ მოუწოდა.
„ურთიერთგაგების მემორანდუმის თანახმად, ჰორმუზის სრუტე 30 დღის განმავლობაში დაუბრუნდება ომამდელ შესაძლებლობებს იმ მართვის ქვეშ, რომელსაც ირანი დააწესებს და მას შემდეგ, რაც ირანის ისლამური რესპუბლიკა მოხსნის დაბრკოლებებს. ეს შეთანხმება განხორციელების პროცესშია და მასზე პასუხისმგებლობა ირანის ისლამურ რესპუბლიკას ეკისრება. ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის თანახმად, სხვა არცერთ ორგანიზაციას და ქვეყანას არ ეკისრება რაიმე პასუხისმგებლობა ამ საკითხთან დაკავშირებით", - განაცხადა არაღჩიმ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



