რეზონანსი
(27.06.2026)

თბილისში, ერისთავის ქუჩაზე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარედ იმყოფებოდა.

ადგილზე მობილიზებული იყვნენ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, ასევე, სამართალდამცველები.

არსებული ინფორმაციით, ავტომანქანას ცეცხლი თავისით გაუჩნდა. ცეცხლი მეხანძრეებმა უკვე ჩააქრეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

შემთხვევის ადგილიდან ფოტოებს „გურია ნიუსი“ ავრცელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე