რეზონანსი
(27.06.2026)

აშშ-ის მიერ განხორციელებული დარტყმები ურთიერთგაგების მემორანდუმის დარღვევას წარმოადგენს , - ამის შესახებ განცხადებას ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„ეს სასტიკი თავდასხმები, რომლებიც ირანის სანაპირო ობიექტებზე განხორციელდა, ომის დასრულების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის აშკარა დარღვევაა“, - აცხადებს ირანის საგარეო უწყება.

ირანის უზენაესი ლიდერის მრჩეველმა, მოჰსენ რეზაიმ განაცხადა, რომ ირანი ურთიერთგაგების მემორანდუმის დარღვევაზე სწრაფ და გადამწყვეტ რეაგირებას მოახდენს.

„აშშ-მა რეგიონში მისი „პროქსი ძალების“ მხარდაჭერით ურთიერთგაგების მემორანდუმის პირველი პუნქტი, ხოლო ჰორმუზის სრუტეში ესკალაციის გაგრძელებით მეხუთე პუნქტი დაარღვია“, - აღნიშნა ირანის უზენაესი ლიდერის მრჩეველმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე