რეზონანსი
(25.06.2026)

დღეს ნაძალადევის გამგეობასმ გაავრცელა განცხადება, რომ 22 ივნისს ლოტკინზე, კიშინიოვის ქუჩაზე მდებარე სკვერში მოზარდებმა კონსტრუქცია დააზიანეს, ატრაქციონი ბავშვს დაეცა და მძიმე დაზიანება მიიღო. ადგილობრივები მძიმე შემთხვევის შესახებ საუბრობენ:
"მაღაზიიდან გამოვედი და იმ დროს გადაბრუნდა ეს საქანელა. აქ იყო ჩვეულებრივი სარწეველა, წინ იყო სკამი. ზედა მხარე მოხვდა, ზედ თმებიც კი ეკიდა. ძალიან მძიმედ არის ეს ბავშვი, კომაშიაო. ნაძალადევიდან, ქვემოდან იყო ამოსული... უბედურება მოხდა" - აღნიშნა "ტვ პირველთან" საუბრისას თვითმხილველმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



