
დაახლოებით 6-თვიანი კომის შემდეგ, 35 წლის ნინი მუჯირი გუშინ გარდაიცვალა. ახალგაზრდა ქალმა საშვილოსნოს პოლიპის მოწვის ოპერაცია 12 იანვარს გაიკეთა, 3 საათში კი გაითიშა და კომაში ჩავარდა. ქალს ორგანიზმში ბაქტერია ლეპტოსპიროზი აღმოაჩნდა, რის შემდეგაც სეფსისი განუვითარდა. გარდაცვლილის დედა მარინე მუჯირი ყველას დასჯას ითხოვს.
"ჯანდაცვის მინისტრი დამპირდა, რომ კანონს აღასრულებდა, დამეხმარებოდა ყველანაირად. დასასჯელი დაისჯება. მივდივართ პოლიციაში, ნინოს მამიდები, ნინოს მულები, ნინოს დედამთილი, ჩემი ბიძაშვილები... სამართალი აღდგება... ჩემი შვილი ვერ გადავარჩინე, არც მომცეს იმის საშუალება, რომ გადამერჩინა, ორ თამაშს თამაშობდა კლინიკის უფროსი" - განაცხადა "თაიმერთან" მარინე მუჯირი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



