რეზონანსი
(22.06.2026)

 სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი, "აჭა­რა ჯგუ­ფის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი თე­მურ უგუ­ლა­ვა გარ­და­იც­ვა­ლა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბიზ­ნეს­მე­ნი ბოლო რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ფილ­ტვის სიმ­სივ­ნეს ებ­რძო­და და მკურ­ნა­ლო­ბის კურსს ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში გა­დი­ო­და. მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბა უდი­დე­სი და­ნაკ­ლი­სია რო­გორც ქარ­თუ­ლი ეკო­ნო­მი­კი­სა და კულ­ტუ­რის­თვის, ისე სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის, რომ­ლის ცხოვ­რე­ბის სტი­ლი და სტან­დარ­ტე­ბი მის­მა შექ­მნილ­მა პრო­ექ­ტებ­მა სა­მუ­და­მოდ შეც­ვა­ლა.

თე­მურ უგუ­ლა­ვას დღეს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ემ­შვი­დო­ბე­ბი­ან და ბიზ­ნეს­მე­ნი მიერ გა­კე­თე­ბულ საქ­მე­ებს იხ­სე­ნე­ბენ. მათ შო­რი­საა პო­ე­ტი კოტე ყუ­ბა­ნე­იშ­ვი­ლიც.

აი, რას იხ­სე­ნებს ყუ­ბა­ნე­იშ­ვი­ლი თე­მურ უგუ­ლა­ვას შე­სა­ხებ:

"ასე­თი იყო პირ­ვე­ლად რო გა­ვი­ცა­ნი,. მერე ხში­რად ვხვდე­ბო­დით თბი­ლის­ში.

მერე ერთხე­ლაც ტე­ლე­ვი­ზი­ით გა­მო­ვე­დი და ყვე­ლა ფუ­ლი­ანს ვა­გი­ნე. ორ დღე­ში მე და ნანა ქუ­ჩა­ში მოვ­დი­ო­დით და მან­ქა­ნი­დან და­მი­ძა­ხა, კოტე მე ფული არა მაქ­ვსო.

მერე 2014 ში, რო­დე­საც რუმ­სი გა­იხ­სნა, მი­თხრა ოთახს მოგ­ცე­მო და აქ იხ­მა­უ­რეო და ესე აღ­მოვ­ჩნდი ამ სა­ო­ცარ სივ­რცე­ში.

ბევ­რს არ დავ­წერ, უკვე იმ­დე­ნი და­ი­წე­რა, რომ აღარც კი ვიცი რა ვთქვა ამ უნი­კა­ლურ ადა­მი­ან­ზე

თე­მურ, ძაან მიყ­ვარ­ხარ", - წერს კოტე ყუ­ბა­ნე­იშ­ვი­ლი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე