რეზონანსი
(22.06.2026)

აშშ-მა ირანული ნავთობის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ორი თვით შეამსუბუქა, - ინფორმაციას Reuters-ი აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა გენერალური ლიცენზია გამოსცა, რომლის ფარგლებშიც ირანი ნავთობის ექსპორტს განახორციელებს.

გენერალური ლიცენზია ირანული წარმოშობის ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების აშშ-ში იმპორტს მოიცავს.

აშშ-ის მიერ გაცემული ლიცენზია ორი თვით, 21 აგვისტომდე იმოქმედებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე