რეზონანსი
(19.06.2026)

მომღერალი ნათია ზარანდია ავარიაში მოჰყვა. ავტომობილის ფოტოს სოციალურ ქსელში მან თავად გამოაქვეყნა და დაწერა, რომ შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც კონცერტიდან ბრუნდებოდნენ. 

„უამრავი მესიჯი შემომივიდა პირადში, თუ რა მოხდა გუშინწინ. რამდენიმე საათის წინ დავდე ვიდეო და გაუჩნდა ხალხს ინტერესი და კითხვები. ტელევიზიებიდანაც კი შემომივიდა ზარები, ამიტომ დავდებ ფოტოს და მიხვდებით, თუ რას გადავურჩი. უფრო სწორად, გადავურჩით! აქვე დავწერ, რომ ჩვენი ბრალი არ იყო, დაგვეჯახნენ, როცა ჩემი კონცერტიდან ვბრუნდებოდით…“ - დაწერა ნათია ზარანდიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე