რეზონანსი
(18.06.2026)

ტექნიკური ნოკაუტით დამარცხების გამო, თოფურიას 60 დღის განმავლობაში კონტაქტური ვარჯიშებისა და სპარინგების გამართვის უფლება არ აქვს, ასევე, აეკრძალა ჩხუბის გამართვა 180 დღით.
MMA Junkie-მ კალიფორნიის შტატის ათლეტური კომისიისგან სამედიცინო დისკვალიფიკაციების სრული სია მიიღო, რომელთა შორის ილია თოფურიაცაა.
„ილია თოფურია დისკვალიფიცირებულია 180 დღით, ან ყბა-სახის ქირურგის მიერ ნებართვის გაცემამდე" - წერს MMA Junkie მიღებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით
იგივე ვითარებაში ჯასტინ გეიჯიც - მას 45-დღიანი სავალდებულო დასვენება გამოეწერა და 180-დღიანი პერიოდი მიესაჯა
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



