
საქართველოში ზაფხული თანდათან ძალას იკრებს, თუმცა ამ ეტაპზე ქვეყნის უმეტეს ნაწილში ტემპერატურა ჯერ კიდევ ზომიერ ფარგლებში ნარჩუნდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზების მიხედვით, უახლოეს დღეებში ზოგიერთ რეგიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ჭექა-ქუხილი, ხოლო ჰაერის ტემპერატურა +27-29 გრადუსამდე მოიმატებს.
სპეციალისტების შეფასებით, ყველაზე ძლიერი სიცხეები საქართველოში ტრადიციულად ივლისში იწყება. სწორედ ამ პერიოდში ფიქსირდება წლის მაქსიმალური ტემპერატურები, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში, სადაც ხშირად +35 გრადუსს აჭარბებს.
ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით ხანგრძლივი სიცხის ტალღა არ ფიქსირდება, თუმცა სეზონური ტენდენცია მიუთითებს, რომ ივნისის მეორე ნახევრიდან ტემპერატურა კიდევ უფრო მოიმატებს, ხოლო ზაფხულის პიკი ივლისსა და აგვისტოში დადგება.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


