რეზონანსი
(14.06.2026)

rubrics/rubs37/artc253299/a1781464332.jpg

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაჩხრიალაში მომხდარი ტრაგედიისას 44 წლის გუჯა გედეშური დაიღუპა

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი მდინარე ილტოში მას შემდეგ შევიდა, რაც მისი არასრულწლოვანი შვილი დინებამ წაიღო.

გედეშური ბავშვის გადარჩენას ცდილობდა, თუმცა სავარაუდოდ, გულმა უმტყუნა და წყალს თავი ვეღარ დააღწია.

არასრულწლოვანი უვნებლად გადარჩა და მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მთავარი ამბები კახეთიდან

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე