რეზონანსი
(11.06.2026)

 სენაკში შვილმა მამა, სავარაუდოდ, ყელის არეში, დანით დაჭრა.

65 წლამდე ასაკის კაცი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ფაქტი ზუგდიდის ქუჩაზე დღეს მოხდა.

ბრალდებული სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 19/109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე