რეზონანსი
(11.06.2026)

რუსთავში ჩხუბის დროს კაცი გარდაიცვალა. "ინფო რუსთავის" ცნობით, მეგობრობის გამზირზე, რესტორან "იმპერია"-ში დაწყებული კამათი გარეთ, ქუჩაში გაგრძელდა. მამაკაცებს შორის საუბარი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც 45 წლამდე კაცმა სუპერმარკეტის წინ ბეტონის საფარს, სავარაუდოდ, თავი დაარტყა და მძიმე დაზიანება მიიღო.
შემთხვევის ადგილზე მალევე მივიდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი. პაციენტს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
ინფო რუსთავი
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



