რეზონანსი
(10.06.2026)

კი­კბოქ­სინ­გში სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნატში, 16 წლის ანამა­რია კურ­ტა­ნი­ძემ ბრწყინ­ვა­ლე ას­პა­რე­ზო­ბით ოქ­როს მე­და­ლი და ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლი მო­ი­პო­ვა. ანამარია, ცნობილი სპორტსმენის, ლუკა კურტანიძის ქალიშვილია. 

ანამარიას დედა, ქეთი ყველაშვილი “ალიას” უყვება, რომ კიკბოქსინგში მხოლოდ მეორე წელია ვარჯიშობს, თუმცა გოგონას პატარაობიდანვე სურდა სპორტსმენობა. ანამარიას კი მამამ გამარჯვება არ მიულოცა:

„მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ მეორე წელია ვარჯიშობს კიკბოქსინგში და პირველად გავიდა შეჯიბრზე, არ იყო მოულოდნელი, ველოდი. იმდენად ბევრს ვარჯიშობდა ყოველდღიურად, რუტინულად, იმდენად ძლიერი ადამიანია სულიერად, იმდენად სჯეროდა საკუთარი შრომის და საკუთარი თავის, იმდენად კარგი მწვრთნელიც ჰყავს თან, რომ სიმართლე გითხრათ და ველოდი წარმატებას და თავადაც ელოდა.

სამწუხაროდ, არა. მამას არ აქვს შვილებთან ურთიერთობა, არც საბასთან და არც ანამარიასთან. ბავშვები არასოდეს წასულან წინააღმდეგნი, რომ მამას ენახა, თავად არ გამოთქვამს ამის სურვილს და ინიციატივას, ისევე, როგორც, არ გამოთქვამს სურვილს, მონაწილეობა მიიღოს მათ აღზრდაში ნებისმიერი ფორმით, ან როგორმე და რამით მაინც იზრუნოს მათზე. დღეს იმდენმა ადამიანმა მოულოცა, სკოლიდან არაერთი ზარი იყო, სრულიად უცნობი ადამიანები ულოცავენ სოციალურ ქსელში და მამამ არ მიულოცა, არადა, ალბათ, ამ ერთ ზარს ელოდა ყველაზე მეტად, თუნდაც ერთსიტყვიან მოლოცვას და თუნდაც, მხოლოდ იმის თქმას – ანამარია, ყოჩაღ, შვილო! ჯერ ერთი მამაა, მეორე – სპორტსმენია და განსაკუთრებულად ამიტომ ელოდა, ალბათ, როგორც ქალიშვილს, გული კიდევ ერთხელ და ძალიან ეტკინა.

მთელი დღეა ელოდებოდა, რომ დაურეკავდა, ახლაც, უკვე გვიანი საღამოა და ისევ ელოდა. ყველა ზარზე ჰგონია, რომ მამა ურეკავს. ძლიერი გოგოა და ამ ტკივილსაც გადაიტანს. პატარაობისას ილუზიებს თავად ვუქმნიდი, თითქოს მამა ზრუნავდა მათზე, რომ წამოიზარდნენ და უკვე თავად ხედავდნენ, როცა თავად შეეჯახნენ, რომ მამა არ გამოთქვამს მათთან ურთიერთობის სურვილს, არ ზრუნავს მათზე, არ გრძნობს პასუხისმგებლობას მათ აღზრდაზე – სწორედ ამან გამოიწვია გულისტკენა, არ იყვნენ მზად იმისთვის, რაც დახვდათ, ვერ მოვამზადე, უფრო სწორად, არ მოვამზადე, რათა უფრო პატარა ასაკში არ სტკენოდათ გული", - განუცხადა  “ალიას” ქეთი ყველაშვილმა.

წყარო: "ალია"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე