
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი ოპოზიციის ალიანსში არსებულ დაპირისპირებას აფასებს. იგი პროცესს ოპოზიციის პოლიტიკურ გასვენებას უწოდებს.
„ოპოზიცია ფაქტობრივად, განულების პირასაა. იმ საკუთარი რადიკალიზმის მორევში იხრჩობიან, რომლის პროპაგანდირებასაც უცხოეთიდან დაკვეთის პირობებში ახორციელებენ. ჩვენ მათს პოლიტიკურ გასვენებას ვუყურებთ. ჩვენი საზოგადოება კიდევ ერთხელ რწმუნდება, რაოდენ ნეგატიურია რადიკალიზმის როლი", - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
ოპოზიციური ალიანსის ყოველდღიური კონფლიქტი „ნაციონალების" ამოშლით დასრულდა. 100-დღიანი თანაარსებობის შედეგია ის, რომ ყოფილი „ნაციონალები" მოქმედებს ლოგოდანაც ამოშლიან. ამის შესახებ დღეს სოციალურ ქსელში თამარ ჩერგოლეიშვილმა დაწერა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



