რეზონანსი
(09.06.2026)

"საჯარო შესყიდვების შესახებ" კანონი 2027 წლის 1-ელი იანვრის ნაცვლად, 2030 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება.
აღნიშნული კანონის ამოქმედების თარიღის შეცვლის ინიციატივით პარლამენტს მთავრობამ მიმართა.
როგორც მთავრობა განმარტავს, ცვლილების მომზადება ევროკომისიის დირექტივას უკავშირდება, რომლის იმპლემენტაციისთვის და ქართულ კანონმდებლობაში დანერგვისთვის კანონის ამოქმედების ვადის გადაწევა გახდა საჭირო.
მთავრობის შეფასებით, აღნიშნულ ვადაში უზრუნველყოფილ იქნება საჯარო შესყიდვების მარეგულირებელი სამართლებრივი ჩარჩოს ევროკავშირის კანონმდებლობასთან კიდევ უფრო მეტად დაახლოება.
ვადის გადაწევაზე გადაწყვეტილება პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



