რეზონანსი
(09.06.2026)

გადასახადებისგან თავის არიდების ბრალდებით სომხეთში გაგიკ ცარუკიანის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.
კერძოდ აღინიშნება, რომ ბიზნესმენისა და პარტია “აყვავებული სომხეთის” თავმჯდომარის, გაგიკ ცარუკიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადებისგან თავის არიდების მუხლით დაიწყო.
მის წინააღმდეგ აღკვეთის ღონისძიებად ქვეყნიდან გასვლის აკრძალვა იქნა შერჩეული.
შეგახსენებთ, გაგიკ ცარუკიანის პარტიამ „აყვავებული სომხეთი“ საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც მიმდინარე კვირაში ჩატარდა, . ბარიერის გადასალახად საჭირო 4% მიიღო.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



