
ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა, თამარ ჩერგოლეიშვილის სტატუსს ეხმიანება, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ალიანსიდან "ნაცების" ლოგოს მალე ამოიღებენ.
როგორც ხუბუა წერს, ბოკერია და ჩერგოლეიშვილი ვერ ამოშლიან მათ ანტიქართულ, ანტისახელმწიფოებრივ და ანტიადამიანურ პოლიტიკურ წარსულს, რომელიც სააკაშვილთან და ნაცმოძრაობასთან სამარადჟამოდ არის გადაჯაჭვული.
„ბოკერიას ჩერგოლეიშვილი ამბობს, რომ ე.წ. ოპოზიციური ალიანსის ლოგოდან ნაცმოძრაობის პარტიულ სიმბოლიკას მალე ამოშლის.
კი ბატონო, ეგ ძალიან მარტივი საფოტოშოპე საქმეა, მაგრამ ბოკერია და ჩერგოლეიშვილი თავიანთი ბიოგრაფიიდან როგორ ამოშლიან იმ სისხლიან წლებს, როცა ორთავენი სააკაშვილის მკვლელი, მწამებელი და გამაუპატიურებელი რეჟიმის ორგანული ნაწილები იყვნენ? ქმარი - ნაცფაშისტური რეჟიმის იდეოლოგი და ყველაზე ანტიადამიანური დანაშაულების, მათ შორის, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის ,,გამპრავებელი", ხოლო ცოლი - რეჟიმის ისტერიული და ყველაფრის მკადრებელი პროპაგანდისტი.
სრულიად არაპატივცემულო გიგა და თამარ, როგორც ,,შერეკილების" პერსონაჟი იტყოდა - ,,აქედან ვერ ამოშლით" თქვენს ანტიქართულ, ანტისახელმწიფოებრივ და ანტიადამიანურ პოლიტიკურ წარსულს, რომელიც სააკაშვილთან და ნაცმოძრაობასთან სამარადჟამოდ არის გადაჯაჭვული.“- წერს ხუბუა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



