რეზონანსი
(09.06.2026)

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლე, ლუკა ჩხიკვიშვილი ოპერაციამდე ნარკოზის შეყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ოპერაცია მას მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალში უნდა გაეკეთებინა. კლინიკას კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.

,,მსურს საზოგადოებასა და შესაბამის უწყებებს ვაცნობოთ იმ ტრაგედიის შესახებ, რომელიც ამ კლინიკაში დაგვტრიალდა. ჩემი ძმა საავადმყოფოში მოტეხილობის გამო შევიდა, თუმცა ექიმების გამოუცდელობისა და სავარაუდო სამედიცინო შეცდომის შედეგად, მას გული გაუჩერდა და გარდაიცვალა. გარდა სამედიცინო გულგრილობისა, კლინიკაში ოჯახის წევრებს გარდაცვლილის ნახვის უფლებას არ გვაძლევდნენ და გვაწამებდნენ. მოვითხოვთ სამართლიანობის აღდგენას უფრთხილდით ამ კლინიკას!" - წერს გარდაცვლილი არასრულწლოვანის, ლუკა ჩხიკვიშვილის და ლიზი ჩხიკვიშვილი.

შსს-ში გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე