
ოპოზიციურ ალიანსი დაიშალა - თამარ ჩერგოლეიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ნაცების“ ლოგოს მალე ამოიღებენ. ახლა ხარჯის გაწევა გვეზარება, - წერს „ფედერალისტების“ ლიდერი, რომელმაც მანამდე მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი კიდევ ერთხელ მწვავედ გააკრიტიკა. პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის განცხადებით, ოპოზიციური ალიანსის დაშლა ლოგიკურია, რადგან მათ გაერთიანებების დასაწყისი განსხვავებულია, თუმცა დასასრული, როგორც წესი ერთნაირია.
„ორ თვეში ერთხელ, ახალ-ახალი სახელებით, ახალ-ახალი ლოგოებით, ახალ-ახალი თარიღებით, გეგმებით და ამბიციებით წარდგებიან ხოლმე საზოგადოების წინაშე. დასაწყისი არის განსხვავებული, დასასრული, როგორც წესი არის ერთნაირი - დიდი გეგმებით და საბოლოო ჯამში დაშლით. ერთი და იგივე სცენარია, ოღონდ შეიძლება სახელები, ლოგოები შეიცვალოს, მაგრამ ამ ფილმის დასასრული საზოგადოებისთვის არის ნათელი.
ლოგიკურიც არის, არც ერთ ამ გაერთიანებას არ აერთიანებს საზოგადოების ინტერესები. აერთიანებს საკუთარი პოლიტიკური ეგო და ეგოისტური ინტერესები ძალაუფლების ხელში ჩაგდების და ამის გარშემო მიდის ბრძოლები“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



