რეზონანსი
(09.06.2026)

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა გიორგი ქვილითაიამ საყვარელ ქალს ხელი სთხოვა. ქვილითაიამ საცოლის ფოტოს "ინსტაგრამის" სთორიში გააზიარა და დაწერა - "და მან თქვა, კი".
როგორც სოციალური ქსელიდან ირკვევა, ფეხბურთელის რჩეული ულამაზესი მოდელია სახელად სოფი. დამატებით დეტალები ამ დროისთვის ცნობილი არ არის.
გიორგი ამჟამად საფრანგეთის ლიგა 2-ში თამაშობს და "მეცის" ღირსებას იცავს. ეროვნული ნაკრების რიგებში მას 42 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


