რეზონანსი
(09.06.2026)

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში 7 ივ­ნისს გავ­რცელ­და ვი­დეო, სა­დაც ჩანს, რომ ბე­ბია მცი­რე­წლო­ვან შვი­ლიშ­ვილს ეჩხუ­ბე­ბა და ბავ­შვი კი ტირის. ეს სწო­რედ ის ბე­ბი­აა, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე თვის წინ შვი­ლიშ­ვილ­ზე ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. ქალ­მა მა­შინ ბავ­შვს "ტიკ-ტოკის" ლა­ივ­ში სცე­მა. რო­გორც ირ­კვე­ვა, სა­პა­ტიმ­რო ბე­ბი­ამ მა­ლე­ვე და­ტო­ვა.

"ეს ბე­ბია ხო გახ­სოვთ? და­ა­კა­ვა ქუ­თა­ი­სის პო­ლი­ცი­ამ, სა­სა­მარ­თლომ კი მი­ნი­მა­ლუ­რი სას­ჯე­ლი მი­უ­სა­ჯა!

დღეს ისევ ლა­ივ­შია, ისევ ბავ­შვით ხელ­ში და­ნარ­ჩენს ვი­დე­ო­ში თქვენც ხე­დავთ!

ძვე­ლი ვი­დეო არ გე­გო­ნოთ გუ­შინ­დე­ლია! ბავ­შვის დედა თბი­ლის­შია, ბავ­შვი ქუ­თა­ის­ში “ბე­ბი­ას­თან” ქვე­და ფან­ჯა­რა­ში ლა­ივ­შია დე­დაც ჩარ­თუ­ლი და რე­ა­გი­რე­ბა არ აქვს!!

რა ხდე­ბა ამ ქვე­ყა­ნა­ში? სა­დაა სა­მარ­თა­ლი", - წერს აქ­ტი­ვის­ტი ბექა კვა­ჭან­ტი­რა­ძე და ქა­ლის ლა­ი­ვი­დან კონ­კრე­ტულ მო­ნაკ­ვეთს "ფე­ის­ბუქ­ში" აქ­ვეყ­ნებს.

"ამბების" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბავ­შვი აღ­ნიშ­ნუ­ლი ვი­დე­ოს გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ სო­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა წა­იყ­ვა­ნეს. გამოცემა დაუ­კავ­შირ­და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს, სა­დაც დაადასტურეს, რომ ახ­ლად გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ოს­თან და­კავ­ში­რე­ბით და­წყე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბა, 126-ე პრი­მა მუხ­ლით, რაც ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ ძა­ლა­დო­ბას გუ­ლის­ხმობს.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი პირი წარ­სულ­ში, 2025 წლის 1-ელ სექ­ტემ­ბერს და­ა­კა­ვეს. და­კა­ვე­ბულს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე პრი­მა მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით (ოჯა­ხის ერთი წევ­რის მიერ ოჯა­ხის სხვა წევ­რის მი­მართ ძა­ლა­დო­ბა, ჩა­დე­ნი­ლი ასა­კის ნიშ­ნით შე­უ­წყნა­რებ­ლო­ბის მო­ტი­ვით, წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლო­ვა­ნის და უმ­წეო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფის მი­მართ) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 1-დან 3 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

წყარო: ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე