
4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმება კიდევ 8 პირს გაუფორმდება - ინფორმაცია დღევანდელ სასამართლო პროცესზე გახდა ცნობილი. საპროცესო შეთანხმების პირობა სამწლიანი პირობითი მსჯავრი იქნება.
გამოცემა „პუბლიკა“ წერს, რომ ბრალდებულები რომლებმაც ბრალდება აღიარეს და საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ არიან: ალექსანდრე გოგოლაძე, სულხან აბრალავა, ევა შაშიაშვილი, გოჩა ყატაშვილი, დავით ღურწკაია, ჯანდრი თირქია, რამაზ ჯორბენაძე, გენადი კელიხაშვილი.
გამოცემის ინფორმაციით, ამ ეტაპზე საპროცესო შეთანხმებას არ თანხმდებიან დავით ჟღენტი, ზაქრო ალბუთაშვილი, კახაბერ მჟავანაძე, დავით სტურუა, გოგი ჩახუნაშვილი. ია დარახველიძე პროცესს არ ესწრებოდა. ადვოკატის ცნობით, ის დუმილის უფლებას იყენებს.
2 ივნისს ცნობილი გახდა, რომ საპროცესო შეთანხმება კიდევ 7 ბრალდებულს: ალექსანდრე ხაბეიშვილს, ბექა ქელეხსაშვილს, გიორგი მუმლაძეს, მამუკა ლაბუჩიძეს, გურიელ ქარდავას, ავთანდილ სურმანიძეს, თემურ ქურციკიძეს გაუფორმდება.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



