რეზონანსი
(05.06.2026)

ოზურგეთის ცენტრში, მეორე საჯარო სკოლის წინ, საბავშვო ბაღის ეზოში შესული მასწავლებელი გველმა დაკბინა. ფაქტი რამდენიმე დღის წინ მოხდა. მასწავლებელს სამედიცინო ჩარევისთვის ბათუმში გადაიყვანეს.

საბავშვო ბაღის ხელმძღვანელმა, ვერა ვასაძემ "ტვ პირველთან" ამ თემაზე საუბარი არ ისურვა და ტელეფონი გათიშა. 

როგორც გაირკვა, მასწავლებლის მდგომარეობა სტაბილურია. ამ დროისთვის არ არსებობს ინფორმაცია რა ღონისძიებები გაატარეს საბავშვო ბაღში, სადაც სასწავლო პროცესი, საფრთხის მიუხედავად, დღესაც მიმდინარეობს.

წყარო: "ტვ პირველი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე