რეზონანსი
(04.06.2026)

სამგზავრო მიკროავტობუსის მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა და ტროტუარზე ავარდა.

როგორც "ინფო რუსთავს" ერთ-ერთმა თვითმხილველმა განუცხადა, მიკროავტობუსის მძღოლმა სცადა სხვა მანქანისთვის თავის არიდება და ავარდა ბორდიურზე.

არსებული ინფორმაციით შემთხვევისას მიკროავტობუსში არავინ იმყოფებოდა და შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.

წყარო: „ინფო რუსთავი"

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე