რეზონანსი
(04.06.2026)

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ისევ დაიმალება, თუ რამეს გვეტყვის საქართველოს მოქალაქეებს?! , - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ანა ბუჩუკური სოციალურ ქსელში წერს, რითაც რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ეხმაურება იმის შესახებ, რომ 5 ივნისს 3+3 ფორმატის პირველი ექსპერტული შეხვედრა გაიმართება.

„რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო წერს, რომ ხვალ, 5 ივნისს 3+3 ფორმატის პირველი ექსპერტული შეხვედრა გაიმართება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ისევ დაიმალება, თუ რამეს გვეტყვის საქართველოს მოქალაქეებს?!“, - წერს ანა ბუჩუკური.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე