რეზონანსი
(04.06.2026)

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ რეზოლუცია მიიღო, რომელიც ირანში ომთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის უფლებამოსილებების შეზღუდვას ითვალისწინებს, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

წარმომადგენელთა პალატამ რეზოლუციას მხარი 215 ხმით 208-ის წინააღმდეგ დაუჭირა, მათ შორის, „დემოკრატებთან“ ერთად რეზოლუციას ხმა ოთხმა „რესპუბლიკელმა“ მისცა.

რეზოლუციის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების განახლებისთვის თანხმობის მისაღებად კონგრესს უნდა მიმართოს ან ახლო აღმოსავლეთიდან აშშ-ის ძალები გაიყვანოს.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში მხარდაჭერის შემდეგ რეზოლუცია დასამტკიცებლად სენატს გადაეგზავნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე