რეზონანსი
(04.06.2026)

ქუთაისში ავარიაში დაღუპული არასრულწლოვანი ახალგაზრდა სპორტსმენი გიორგი ხურციძეა. მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაციასა და სამძიმრის წერილს ავრცელებს საქართველოს მეკლდეურობის ეროვნული ფედერაციაც და წერს: "მშვიდობით, ჩემპიონო..."

ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში გამთენიას მოხდა. სოციალურ ქსელში დღეს ადგილობრივებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევისას ავტომობილში 4 არასრულწლოვანი იჯდა და მათ ავტომობილი დაუკითხავად ჰყავდათ წაყვანილი.

წყარო: მთავარი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე