რეზონანსი
(03.06.2026)

ახალგაზრდა ზუგდიდელი ჟურნალისტი, არაერთი საინტერესო სიუჟეტის ავტორი მიხეილ (მიშიკო) ძიძიგური გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში "ზუგდიდელები" ავრცელებს:

"თავის ქალაქზე უმოზოდ შეყვარებული ახალგაზრდა კაცი. ის გამოირჩეოდა პროფესიისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულებით, კოლეგებისადმი პატივისცემით. ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, ის ისე ჩუმად და მოკრძალებით წავიდა ამქვეყნიდან, როგორც იცხოვრა" - აღნიშნულია სამძმრის წერილში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე