რეზონანსი
(03.06.2026)

მარტვილში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ახლაგაზრდა მამაკაცი კლინიკაში გარდაიცვალა 

შემთხვევა სოფელ გაჭედილთან, რამდენიმე დღის წინ მოხდა. "ინფო მარტვილის" ცნობით, მსუბუქი ავტომობილი მაღაზიას დაეჯახა. დაშავებული მამაკაცი მძიმე ტრავმებით კლინიკაში მოათავსეს, თუმცა სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებების გამო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

„ვაიმე, ბაჩა შენც წახვედი. ეგ რა ამბავი დატრიალდა თქვენს თავს მშვიდად განისვენეთ ჩვენი სოფლის საამაყო ვაჟკაცებო. ლევანი, ნიკა, ბაჩა... ნათელში იყავით“ - წერენ სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე