
სინამდვილეში 26 მაისს მათ განიცადეს სრული ფიასკო და კრახი, ყველამ ნახა, რომ არანაირი მხარდაჭერა მათ საზოგადოების მხრიდან არ აქვთ და ერთადერთი რაც დარჩენიათ არის ის, რომ დაერიონ ერთმანეთს, - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა ოპოზიციის დაპირისპირებაზე საუბრისას.
მისივე თქმით, იმ სიძულვილით, რომელიც ოპოზიციას გააჩნია ერთმანეთის მიმართ, ქართული საზოგადოება მარტივად გამოიტანს დასკვნას, თუ რა ზიანის მიყენება შეუძლიათ ქვეყნისთვის.
„ამ დაპირისპირებით და ურთიერთსიძულვილით, რომელიც მათ გააჩნიათ, ჩვენი საზოგადოება მარტივად გამოიტანს დასკვნას, რომ ამათ რომ რაიმე ბერკეტი ჰქონოდათ და რაღაც გადაწყვეტილებების მიღებაზე რაიმე გავლენა შეეძლოთ, რას უზამდნენ და რას დამართავდნენ ჩვენს ქვეყანას", - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.
თამარ ჩერგოლეიშვილი პარტია „ახლის" ყოფილი წევრს, ოპოზიციონერ მირდატ ქამადაძეს სოციალურ ქსელში უპირისპირდება. ფედერალისტების ლიდერის გაღიზიანება ქამადაძის განცხადებამ გამოიწვია, სადაც მან თქვა, რომ გაუგებარია, რის გარშემოა გაერთიანებული ოპოზიციური ალიანსი. თავად ოპოზიციურ ალიანსში კი დაპირისპირება ყოველდღიურად თვალსაჩინოა. მიხეილ სააკაშვილსა და ნიკა მელიას შორის დაწყებულ კინკლაობაში მათივე პარტიის წევრები ჩაერთნენ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



