
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მიესალმება საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ რამდენიმე პირის დაკავებას, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს ამერიკაში უკანონო შეყვანასა და საბუთების გაყალბებას უკავშირდება.
საელჩოს განცხადებით, წარმატებული ოპერაცია ამერიკელი და ქართველი სამართალდამცველების მრავალთვიანი მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია, რისთვისაც უწყება საქართველოს პროკურატურასა და გამოძიებაში ჩართულ ქართველ სამართალდამცავებს მადლობას უხდის.
"მივესალმებით საქართველოს გენერალური პროკურატურის დღევანდელ განცხადებას საქართველოს მოქალაქეების მოტყუების ბრალდებით რამდენიმე პირის დაკავების შესახებ, რაც აშშ-შ უკანონო შესვლასა და საბუთების გაყალბებას უკავშირდება. ეს არის აშშ-სა და საქართველოს შორის სამართალდამცავი ორგანოების რამდენიმეთვიანი მჭიდრო თანამშრომლობის შედეგი. მადლობას ვუხდით გენერალურ პროკურატურასა და გამოძიებასა და ოპერაციაში ჩართულ ქართველ სამართალდამცავ ორგანოებს," - ნათქვამია განცხადებაში.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



