რეზონანსი
(02.06.2026)

ოპოზიციის ალიანსი სინამდვილეში დროის ფლანგვაა. იმ ადამიანებს, ვისაც ხელისუფლება არ მოსწონს და ცვლილებები უნდათ, დროს აკარგვინებენ, რადგან უაზრო იმედს აძლევენ, რომელიც ტყუილს გარდა არაფერზე დგას, - წერს "გირჩის" წევრი, ლევან ჯგერენაია, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ოპოზიციის ალიანსს არც იდეა აქვს და საზოგადოებას ატყუებს, ხელისუფლებას კი ტყუილებით ვერ დაამარცხებენ.

"1 კვირა გავიდა 26 მაისის აქციიდან, ხომ გახსოვთ, რომ ამბობდნენ “ახალ ფაზაში” შევდივართო, რა ისმის ახალი ფაზის შესახებ, გაქვთ ვინმეს ინფორმაცია?

ან წინა ფაზები თუ გაიაზრეს რამდენად წარმატებული იყო? რა შედეგები დადო და ახალი ფაზა რითი უნდა იყოს განსხვავებული?

ტყუილია, იდეა გვაქვსო რომ ამბობენ. “იდეა გვაქვს” თქმა არ არის საკმარისი და არ ნიშნავს მის ქონას, არამედ თუ რაში გამოიხატება იდეა, რას ცვლიან, ეგ უნდა უთხრან ხალხს, მაგრამ ამას ვერ ათქმევინებ, რადგან იდეა არ არსებობს. 

იდეა რომ ჰქონდეთ და მერე ერთმანეთში იყვნენ ამაზე შეთანხმებული, ყველგან ამაზე უნდა საუბრობდნენ, რომ დამაჯერებლობა ჰქონდეთ და შთაბეჭდილება დარჩეს ხალხს, ამათ მართლა რაღაც განსხვავებულის გაკეთება ნდომებიათო.

ალიანსის 9 პარტიიდან, 5 პარტიიის პოლიტიკოსმა 2020 წელსაც მოაწერა შეთანხმებას ხელი გირჩთან ერთად, თუ რა როგორ უნდა შეცვლილიყო, მაგრამ ყველამ დაიკიდა და არავის ახსოვს. თან, რასაც მაშინ მოაწერეს ხელი გირჩთან, იმაზე არც აუხსნიათ თუ რა აღარ მოსწონთ და რატომ გადავიდნენ სხვა  “იდეებზე”.

იგივე ხალხი რომ ამბობს, ჩვენ იდეა გვაქვს და თან, შევასრულებთო მას, რამდენად დამაჯერებლად ჟღერს?  თუ არ ჟღერს დამაჯერებლად, ტყუილებით როგორ შეიძლება დაამარცხო ხელისუფლება?" - წერს ჯგერენაია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე