რეზონანსი
(02.06.2026)

კრაინა და მოლდოვა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ოფიციალურ მოლაპარაკებებს ივნისში დაიწყებენ, – ამ სათაურით სტატიას „პოლიტიკო“ ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, უნგრეთმა მიანიშნა, რომ შეწყვეტს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობისადმი დიდი ხნის წინააღმდეგობას, რაც მას და მოლდოვას საშუალებას მისცემს, უახლოეს დღეებში დაიწყონ ბლოკში გაწევრიანების შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებები.

სამი დიპლომატის თქმით,  მოლაპარაკების პირველი კლასტერის გახსნა – წევრობის გზაზე ოფიციალური ნაბიჯი – 15 ივნისს ლუქსემბურგში დაგეგმილ სამთავრობათაშორისო კონფერენციაზეა დაგეგმილი.

კიევმა და კიშინეუმ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი ერთდროულად შეიტანეს, რაც ნიშნავს, რომ მოლდოვის განაცხადის წინსვლა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ უკრაინის განაცხადიც დამტკიცდება.

ბუდაპეშტი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის დროს სასტიკად ეწინააღმდეგებოდა უკრაინის გაწევრიანებას, თუმცა ქვეყნის ახალმა ხელმძღვანელობამ არაოფიციალურად გამოხატა მზადყოფნა ვეტოს მოხსნისთვის ორშაბათს უკრაინაში მცხოვრები უნგრელების უფლებების საკითხზე უკრაინელ და უნგრელ ექსპერტებს შორის შეხვედრის შემდეგ. ევროკავშირის ელჩები საბოლოო პოზიციას დაადგენენ უკრაინისა და მოლდოვისთვის პირველი კლასტერის გახსნის შესახებ ამ კვირის ბოლომდე, მას შემდეგ, რაც უკრაინა წარადგენს შიდა რეფორმების, ასევე უმცირესობების საკითხის მოგვარების გეგმებს. კლასტერების გახსნას ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყნის ერთსულოვანი თანხმობა სჭირდება. ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია პროცესის დაბლოკვა ნებისმიერ ეტაპზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე