რეზონანსი
(01.06.2026)

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები შიმშილობას აანონსებენ, თუ უახლოეს მომავალში ხელისუფლება მათი შვილებისთვის ქვეყანაში წამალს არ შემოიტანს. მთავრობის კანცელარიასთან მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ. 

"თუ უახლოეს დღეებში რაღაც განცხადებები არ გაკეთდება ჩვენი შვილების სასიკეთოდ, მშობლები გადავალთ უკიდურეს ფორმაში და დავსხდებით კანცელარიის წინ, ჯანდაცვის წინ და დავიწყებთ შიმშილობას იმიტომ, რომ ჩვეულებრივ ეს ადამიანები გვართმევენ დროს და ჰპარავენ ჩვენ შვილებს დროს," - განაცხადა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ერთ-ერთი ბავშვის მშობელმა, თაკო გოგოლაძემ. 

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები უკვე თვეზე მეტია მთავრობის ადმინისტრაციასთან ღამეს ათევენ და შვილებისთვის წამალს ითხოვენ, რომელიც მათი თქმით, ბავშვების სიცოცხლეს გაახანგრძლივებს და გააუმჯობესებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე