
ევროკომისიის ყოფილმა კომისარმა, ვერა იუროვამ „ევრო ნიუსთან" ინტერვიუს დროს, წამყვანის კითხვაზე, „ვინ უნდა გახდეს ევროკავშირის შემდეგი წევრი" აღნიშნა, რომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებიდან ბევრ ადამიანს ესაუბრა, რომლებიც დაიღალნენ იმით, რომ 20 წელია მოლოდინის რეჟიმში არიან.
მას მიაჩნია, რომ ამ კუთხით გარკვეული ნაბიჯები უნდა გადაიდგას.
„ბოლო კვირების განმავლობაში ბევრ ადამიანს ვესაუბრე დასავლეთ ბალკანეთიდან და ისინი უკვე დაიღალნენ იმით, რომ ფაქტობრივად 20 წელია „მოსაცდელ ოთახში" არიან. აუცილებელია, რომ ამ მიმართულებით გარკვეული წინსვლა მოხდეს და რაღაც ნაბიჯი გადაიდგას. დროთა განმავლობაში კი სულ უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ მათი ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენ უფრო გვჭირდება, ვიდრე მათ სჭირდებათ ევროპა."- განაცხადა ვერა იუროვამ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



