რეზონანსი
(01.06.2026)

 ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბაქო-თბი­ლი­სი-ყარ­სის ახა­ლი სარ­კი­ნიგ­ზო ხაზი 2 ივ­ნისს ოფი­ცი­ა­ლუ­რად ამოქ­მედ­დე­ბა. სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, ახა­ლი ხაზი სა­ქარ­თვე­ლოს, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­სა და თურ­ქე­თის ერ­თობ­ლი­ვი სტრა­ტე­გი­უ­ლი პრო­ექ­ტია, რო­მელ­საც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი აქვს ევ­რო­პა­სა და აზი­ას შო­რის და­კავ­ში­რე­ბა­დო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ში. ახა­ლი სარ­კი­ნიგ­ზო მარ­შრუ­ტი ქმნის და­მა­ტე­ბით გამ­ტა­რუ­ნა­რი­ა­ნო­ბას რე­გი­ონ­ში, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად უწყობს ხელს სატ­ვირ­თო ნა­კა­დე­ბის მარ­შრუ­ტე­ბის დი­ვერ­სი­ფი­ცი­რე­ბას და აძ­ლი­ე­რებს რე­გი­ო­ნის და­კავ­ში­რე­ბა­დო­ბას.

რო­გორც ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, მა­რაბ­და-კარ­წა­ხის სარ­კი­ნიგ­ზო მო­ნაკ­ვე­თის სა­ერ­თო სიგ­რძე 180 კი­ლო­მეტ­რია. პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია-რე­კონ­სტრუქ­ცია ჩა­უ­ტარ­და 153 კი­ლო­მეტრს, ხოლო აშენ­და 27 კი­ლო­მეტ­რის სიგ­რძის სრუ­ლი­ად ახა­ლი, ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის მქო­ნე სარ­კი­ნიგ­ზო მა­გის­ტრა­ლი.

"ბაქო-თბი­ლი­სი-ყარ­სის ახალ სარ­კი­ნიგ­ზო ხაზ­ზე სატ­ვირ­თო გა­და­ზიდ­ვე­ბის მო­ცუ­ლო­ბა ყო­ველ­წლი­უ­რად მზარ­დია. ხა­ზის სრულ ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში შეს­ვლით პრო­ექ­ტის გამ­ტა­რუ­ნა­რი­ა­ნო­ბა 5 მი­ლი­ონ ტო­ნამ­დე გა­იზ­რდე­ბა, რაც რე­გი­ონს ტვირ­თე­ბის და­მა­ტე­ბით ნა­კა­დე­ბის გა­ტა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს და მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­აძ­ლი­ე­რებს მის სატ­რან­სპორ­ტო შე­საძ­ლებ­ლო­ბებს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი სარ­კი­ნიგ­ზო მო­ნაკ­ვე­თის სრულ ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში შეს­ვლა შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ქა­ლაქ ბა­ქო­ში სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრის მა­რი­ამ ქვრი­ვიშ­ვი­ლი­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ციფ­რუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ტრან­სპორ­ტის მი­ნის­ტრის რა­შად ნა­ბი­ე­ვის მიერ ორ­მხრი­ვი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს პრო­ტო­კოლ­ზე ხელ­მო­წე­რით შე­დე­გად", - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე