
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტმა ღონისძიებას "ჩვენი პარლამენტი" უმასპინძლა, რომლის მიზანიც ბავშვებში სამოქალაქო ცნობიერებისა და საპარლამენტო საქმიანობის მიმართ ინტერესის გაღრმავებაა.
ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა წიგნის "ჩვენი პარლამენტი" პრეზენტაცია, ანიმაციის "ჩვენი პარლამენტი" პირველი საჯარო ჩვენება, ასევე კონკურსის "ჩემი თვალით დანახული პარლამენტი" გამარჯვებული ბავშვების ნამუშევრების გამოფენა.
"დიდი ინტერესია პარლამენტის მიმართ სკოლის მოსწავლეებში, სტუდენტებში და ბევრ ბავშვს ვმასპინძლობთ ხოლმე პარლამენტში. რამაც გვიბიძგა კიდეც იმ აზრისკენ, რომ მოექცეს ეს ყველაფერი ერთ სისტემაში. ჩვენ ვაპირებთ, რომ შემდეგ ეტაპზე გადავიდეს ბავშვებსა და პარლამენტს შორის ურთიერთობა, სკოლებსა და პარლამენტს შორის ურთიერთობა და თუკი აქამდე ჩვენ სისტემატურად გვყავდა სკოლის მოსწავლეები, სხვადასხვა ჯგუფები პარლამენტში, ექსკურსიით, დათვალიერებით, შინაარსობრივი საუბრებით, პარლამენტის აპარატი მუშაობს უკვე პროექტის შემდეგ ეტაპზე, რომ პარლამენტი მივიდეს თავად სკოლაში და სკოლებში ღია გაკვეთილის, შეხვედრების სახით ჰქონდეს სისტემატური ურთიერთობა. შემოდგომიდან, უკვე ახალი სასწავლო წლიდან ჩვენ ინტენსიურად გვექნება სკოლებში გასვლები, ამისთვის გვექნება წარმოდგენილი სხვადასხვა პროექტი, ასევე დამატებითი ინფრასტრუქტურა," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



