რეზონანსი
(01.06.2026)

 "ბანგლადეშელი ხარი, საოცრად ჰგავს დონალდ ტრამპს" - ამ სათაურით პირუტყვის ვიდეოს სოციალურ ქსელში პატიმარი პრეზიდენტი აქვეყნებს. მიხეილ სააკაშვილი ამერიკის პრეზიდენტს, ამჯერად ბანგლადეშელ ხარს ადარებს.

მის შეურაცხმყოფელ ფეისბუქ სტატუსს ამ დრომდე არ აფასებენ სააკაშვილის თანაპარტიელები. მმართველი გუნდის შეფასებით კი, ანტიამერიკული განცხადებები ქართულ ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვის პროცესს უკავშირდება.

უმრავლესობის თქმით, ოპოზიციის გარე დავალებაც სწორედ თბილისსა და ვაშინგტონს შორის არსებული ურთიერთობების დადებითი ტენდენციებისთვის ხელის შეშლაა. ვიდრე "ნაციონალური მოძრაობა" პატიმარი ლიდერის ანტიამერიკულ განცხადებაზე დუმს სააკაშვილმა სტატუსი ფეისბუქიდან გააქრო.

საკითხს გამოეხმაურა, "ხახის ძალის" ლიდერი. გურამ მაჭარაშვილი განცხადებით, როცა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ხარს შეადარებ, ეს კარგს არაფერს უნდა ნიშნავდეს.

"როცა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ხარს შეადარებ, ეს კარგს არაფერს უნდა ნიშნავდეს. ველოდები "ენჯეო" სექტორის, განსაკუთრებულად "ნაცმოძრაობის" მხარდამჭერი სექტორის, ექსპერტების ე.წ. კრიტიკული ტელევიზიის კითხვებს - რას ნიშნავს, როცა მათი ბელადი შეურაცხყოფას აყენებს ამერიკის მოქმედ პრეზიდენტს.

როცა წინა ადმინისტრაცია თავს გვესხმოდა აბსოლუტურად უსამართლოდ და ვამბობდით, რომ ეს არ იყო სწორი, ანტიამერიკული ერქვა იმ განცხადებას და ახლა თქვენ თუ არ იტყვით არაფერს, მაშინ ეთანხმებით სააკაშვილს, მერე ტრამპს გაეცით პასუხი. იცით როგორი პასუხები იცის, ძალიან მტკივნეული პასუხები იცის, როდესაც არის ასეთი ნეგატიური დამოკიდებულება", - განაცხად გურამ მაჭარაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე