რეზონანსი
(30.05.2026)

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუღაანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული, 33 წლის სოსო ჩახუტაშვილია.
ადგილობრივების თქმით, ახალგაზრდა კაცი სოფელ ართანის მკვიდრია. ის ოჯახთან ერთად, სოფლის მეურნეობას აწარმოებდა და დასაქმებული იყო კერძო პირთანაც.
მეორე ადამიანი კი, რომელიც ავარიის შედეგად დაშავდა, თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული.
კლინიკის დირექტორის, ხათუნა ჭონიაშვილის ინფორმაციით, პაციენტს თავის დახურული ტრამვა აღენიშნება, მას შესაბამისი გამოკვლევები ჩაუტარდა.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი, რომლითაც ორი პირი გადაადგილდებოდა, გალავანს შეეჯახა და ამობრუნდა.
მთავარი ამბები კახეთიდან
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


