
ახალგაზრდებს, საქართველოს ხვალინდელ დღეს, ვულოცავ სკოლის დამთავრებას, - სიკეთის გზით გევლოთ ბედნიერი მომავლისკენ!
30 მაისს 13:30-ზე თბილისში, წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, გამომცემლობა „წიგნი+ერის" პავილიონში (აკაკი წერეთლის 114, კოკა-კოლას ტერიტორია, გამომცემლობა „წიგნი+ერის" პავილიონი) სოლომონ ნერგაძე წარმოგიდგენთ რომანს „ხვალ მზე ამოვიდა".
მწერალი გეპატიჟებათ ყველას, - იგი თავად წარადგენს თავის მეხუთე წიგნს, რომელიც გამოსცა გამომცემლობა „წიგნი+ერმა" (რედაქტორი გოგი სალიაშვილი).

გელით და გპირდებით, რომ იქნება ლამაზი, თბილი მოგონებები... ტკივილიანიც იქნება, - ბედნიერება და ტკივილი ხომ ერთმანეთის ახლო მეზობლები არიან...
- იცით, როგორ მტკივა, თამუნა რომ ვერ მოესწრო ჩემი ნოველების დაბეჭდვას?!... - გვითხრა მწერალმა. თხუთმეტი წლის წინ მას ძალიან ახალგაზრდა მეუღლე გარდაეცვალა. - შვილიშვილს მის მაგივრადაც ვეფერები...
ოცდაათ მაისს შეხვედრამდე!
მწერლის წიგნების შეძენა შეგიძლიათ გამომცემლობა „წიგნი+ერში": თბილისი, ცოტნე დადიანის 7, ბიზნეს ცენტრი ქარვასლა, სართული 5, ბლოკი A517 www.tsignieri.ge, info.tsignieri@gmail.com ტელ.: +995 571 13 12 11. „წიგნიერი" წიგნებს მოგაწვდით როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში, ქალაქსა თუ სოფელში.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



