რეზონანსი
(15.05.2026)

ახმეტის მუნიციპალიტეტში სეტყვა იყო. ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ მატანში სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და შიდა საუბნო გზები დაზიანდა.
მათივე განცხადებით, ჯერჯერობით დაზუსტებული არ აქვთ რა ოდენობის ზარალი მიაყენა სეტყვამ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს, ვენახებსა და საკარმიდამო მიწის ნაკვეთებს.
ადგილობრივ მერიაში განმარტავენ, რომ ზარალის შესახებ ინფორმირებულები არიან, თუმცა მასშტაბების დადგენა ჯერჯერობით ვერ ხერხდება.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



